„ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია“ – ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარზე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მისი შეფასებით, ის რადიკალური ოპოზიციის სატელიტია.

„ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მგონი, საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების გაკეთება. მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მიჰყვება. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი, თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელია ზეწოლა და დაშინების მცდელობა, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები.

მსგავსი თემები