„ეს არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ უნდა შესრულდეს“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. როგორც ელჩი აღნიშნავს, გასაკეთებელი ამ მხრივ საკმაოდ ბევრია.

„სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, ის ასევე არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. ის არის ნატო-ს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც მუშავდება საქართველოს მთავრობასა და ნატო-ს მიერ ყოველწლიურად. ეს არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ უნდა შესრულდეს. ბევრ მათგანზე შთამბეჭდავი პროგრესი მიღწეულია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ მეტია და ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ ფაქტია. ამ რეფორმების დასრულებაზე მუშაობა, მეტი პროგრესის მიღწევა საქართველოს ხელშია, საქართველოს მთავრობის ხელშია, ამის განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება“, – აღნიშნა ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები