გაერო რუსეთს შეთანხმებას სთავაზობს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთთან შეთანხმებაზე მიდის. როგორც გუტერეში აცხადებს, ვლადიმერ პუტინს სთავაზობენ,  „მარცვლეულის შეთანხმება“ რამდენიმე თვით გაახანგრძლივოს. სანაცვლოდ კი, სანქცირებული რუსული  „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას მიიღებს.

როგორც გაეროში განმარტავენ, აღნიშნული შეთავაზების მიზანია  დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ ტრანზაქციებზე რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის მეშვეობით. სანაცვლოდ კი რუსეთმა უნდა დაუშვას  უკრაინული მარცვლეულის გადატანა შავი ზღვის გავლით.

 

მსგავსი თემები