საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, თუმცა, ამისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა განახორციელოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საჭიროა ნატოში და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მათ შორის ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმა, რომ როგორც სამხედრო კუთხით, ასევე პოლიტიკურ დემოკრატიული კუთხით საქართველო იყოს სტაბილური.

,,ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით აშშ საქართველოს წევრობას მხარს უჭერს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ნება-სურვილი, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რაზეც საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს”, – განაცხადა დიპლომატმა.

მსგავსი თემები