მეუფე ნიკოლოზის განცხდებით, „ციანიდის საქმეც“ და მეუფე შიოს მოწამვლაც ტყუილია

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტყულია.   

„მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი. „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია“ – აღნიშნა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან.

მეუფეს შეფასებით, მეუფე შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ინტერესში შედის.

„დღეს დილით ამერიკიდან დამირეკეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი. ეს ამბავი გავავრცელე ამერიკაში. ეს არის თქვენი, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. შესაძლოა, მეუფე შიოს სისხლში მართლაც აქვს მომატებული…  შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, შემთხვევითი ამბავი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გამოძიების დაწყების მოტივია საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თქვენ გამო დაიწყო გამოძიება“ – აღნიშნა მეუფემ.  

მსგავსი თემები