“შესასრულებელი რჩება ცხრა რეკომენდაცია” – კელი დეგნანი

,,ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს უნდა აღმოაჩნდეთ გამბედაობა და ძალა, გადადონ განსხვავებები და დაპირისპირება გვერდით და კონცენტრირდნენ იმ საკითხზე, რაც არის აუცილებელი სტატუსის მისაღებად”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფეისბუქ-ლაივში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა. 

,,ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სამი სრულად შეასრულა და ეს ძალიან კარგია, თუმცა შესასრულებელი რჩება 9 რეკომენდაცია. ამისათვის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი. გამოავლინონ გამბედაობა და გადალახონ ის განსხვავებული მოსაზრებები იმისათვის, რომ ეს საქმე განხორციელდეს და ისინი გაერთიანდნენ საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ”, – განაცხადა დიპლომატმა.

მსგავსი თემები