„მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა“ – კელი დეგნანი

„რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, აქვთ ძალა, რომ გვერდზე გადადონ უთანხმოება“ – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გააკეთა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის მკაფიო არჩევანია.

„ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია“ – აღნიშნა ელჩმა.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა.

„რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, აქვთ ძალა, რომ გვერდზე გადადონ უთანხმოება და ყურადღება გაამახვილონ იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც უნდა შესრულდეს. თორმეტი რეკომენდაციიდან სამი სრულად შესრულდა, რაც ნამდვილად კარგი ამბავია, კარგი ნამუშევარია, მაგრამ კიდევ ცხრაა, რომელსაც ახლა ფოკუსირება სჭირდება. ეს არის ის, რაც საჭიროა, რაც უნდა დავინახოთ დარჩენილ თვეებში, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოება და გაერთიანდნენ ამ ქვეყნის გარშემო, ევროპული მომავლის გარშემო“, – აღნიშნა ელჩმა დეგნანმა.

მსგავსი თემები