საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის ურთიერთ მიმოსვლის კიდევ უფრო გამარტივებას.

”შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისთვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბიომეტრიული პირადობით საზღვრის კვეთის შესაძლებლობა მხოლოდ თურქეთსა და საქართველოს შორის იყო შესაძლებელი.

მსგავსი თემები