თბილისში ცნობილი ექიმი გოგი მაღალაშვილი სცემეს

ცნობილი ნეიროქირურგი, ათასობით ადამიანის გადამრჩენელი, პროფესორი გიორგი (გოგი) მაღალაშვილი სცემეს. მან სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა და გამოძიებაც დაიწყო.

დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით,  ცნობილი ექიმი, მომხდარის შესახებ ინფორმაციას თავადვე გაავრცელებს.

„გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა”, – აცხადებს დეპუტატი.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ექიმს ფიზიკურად მისი პაციენტის ახლობლები გაუსწორდნენ.

შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი გიორგი და ედიშერ მაღალაშვილები, საკმაოდ ცნობილი ნეიროქირურგები არიან.

მსგავსი თემები