,,სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ, ხორცს ვერ ჭამს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტთან  პოლიტიკაზე საუბრის თემას თავს არიდებს, რადგან დამატებით ნერვები არ აუშალოს. მისივე თქმით, სააკაშვილს კვლავ  ტემპერატურა და წნევა აქვს.

„მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან დამატებით ნერვები არ ავუშალო. მისი ჯანმრთელობა უფრო მაინტერესებს ხოლმე. სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, წნევა 140/100-ზე. გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ. კვებას რაც შეეხება, ხორცს ვერ ჭამს, ცხიანს ვერ ჭამს. რაღაც ცოტ-ცოტას ახერხებს. მე ვერ ვხედავ ცვლილებას. სიცხე ისევ 38-მდე აქვს, წნევა 140/100-ზე, რანაირად არის მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები