,,ბანაკში მოცვივდნენ ორკები, დაახლოებით, 60 ადამიანი”- ”გირჩი მეტი თავისუფლება”

გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა. მათივე ცნობით, ადგილზე გამოძახებულია პოლიციაც.

პარტია იმ პირების ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე ბორჯომში, იმ სასტუმროსთან არიან მობილიზებული, სადაც პარტიას სემინარი უნდა ჩაეტარებინა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან ადგილზე მისულები ქვებს შენობას.

ცნობისთვის, დღეს გორის სმარტთან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

 

მსგავსი თემები