„წინასწარი ინფორმირების გარეშე, რეგულირების სააგენტოს შესვლის ერთადერთი მიზანი ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაა“- ილია ღუდუშაური

„სამედიცინო, თუ ფარმაცევტულ დაწესებულებაში, წინასწარი ინფორმირების გარეშე, რეგულირების სააგენტოს შესვლის ერთადერთი მიზანი ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაა“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით,  დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს, დაწესებულების შესამოწმებლად, სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, რისთვისაც განსაზღვრულია 72 საათი. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოსალოდნელი შემოწმების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდოს მეორე მხარესაც.

„ამ დროის განმავლობაში, დაწესებულებს აქვთ დრო, „მოემზადონ“ რეგულირების სააგენტოს შემოწმებისთვის. გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც აწესრიგებენ დოკუმენტაციას, ნაშთებს, იმ პრობლემებს, რაც აქვთ. შედეგად, რეგულირების სააგენტოს საქმიანობა აღარ გამოდის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს. მას უნდა
ჰქონდეს უფლება, გაუფრთხილებლად, ამოიღოს ის დოკუმენტაცია, რაც საჭიროა, ნორმალური საქმიანი შემოწმებისთვის. რეალურად, ეს არის რეგულირების სააგენტოს ფუნქცია და მისი საქმიანობის მთავარი მიზანი“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

 

მსგავსი თემები