„ზურაბიშვილი ფარისევლობით გამოირჩევა და არასდროს არ აკეთებს იმას, რაც ივანიშვილისთვის არ არის მომგებიანი“ – სააკაშვილის მიმართვა

„სამხედრო ტყვედ ვთვლი საკუთარ თავს. მომწამლეს, მაწამეს. თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მასამართლებენ“ – აცხადებს პატიმრობაშ მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

„ქართულ ციხეში ვიმყოფები, ვინაიდან როდესაც 2014 წელს უკრაინაში ჩავედი და “ევრომაიდანის” შემდეგ ახალი მთავრობის დახმარება დავიწყე, სწორედ პუტინმა მისცა განკარგულება ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანა და 2 მილიარდი დოლარი მისცა, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღეძრა.

პუტინს არ შეეძლო ჩემთვის 2004 წლის პირველი უკრაინული “მაიდანის” პატიება და იმის, რომ 2008 წელს მისი არმია თბილისში არ შემოვუშვი და ქართული სახელმწიფოებრიობა დავიცავი.

2021 წელს [საქართველოში] აღმოვჩნდი, ვინაიდან ვხედავდი, რომ რუსეთის ქვეშ მიგვათრევდნენ და ამ ვითარების გადარჩენას ვცდილობდი.

მერე ომი დაიწყო და პუტინის პირად სამხედრო ტყვედ ვთვლი საკუთარ თავს. მომწამლეს, მაწამეს. თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მასამართლებენ.

ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტი ზელენსკისა და მისი ოფისის, რომლებიც არაერთხელ საჯაროდ იცავდნენ ჩემს უფლებებს.

უკრაინა ჩემი, როგორც უკრაინის მოქალაქის, გადაცემას ითხოვს. ევროპარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჩემს გათავისუფლებას მოითხოვს და ჩემს პატიმრობას “ოლიგარქის პირად ვენდეტას” ეძახის.

რაც შეეხება ზურაბიშვილს, იგი ფარისევლობით გამოირჩევა და არასდროს არ აკეთებს იმას, რაც ივანიშვილისთვის არ არის მომგებიანი.

2008 წლის ომისთვის საქართველოს ადანაშაულებდა.

თუმცა, ხანდახან სწორ რამეებს ამბობს. ახლა იგი ზელენსკის უბრალოდ მოწვევას სთხოვს. ზურაბიშვილი ივანიშვილის ჩვეულებრივი თოჯინაა, რომელსაც იგი დასავლეთსა და უკრაინის შეცდომაში შესაყვანად იყენებს.

საკმარისია იმის გახსენება, რომ იგი ჩემს განსჯას ითხოვდა 2008 წელს “ცხინვალზე თავდასხმისთვის” (ანუ რუსეთისთვის)…

მესმის, რომ ახლა მხარდაჭერის ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინელები არ უნდა მოტყუვდნენ. ამ ქალის ცარიელი საუბრის მიღმა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ივანიშვილისა და რუსების აქტიური თანამშრომლობა დგას.

საქართველოში „კადიროველებმა”, ასევე აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების ოფიცრებმა მოუხშირეს.

ზურაბიშვილი ოკუპაციაზე და ევროპაზე ამბობს სადღეგრძელოებს, მაგრამ ჩემთან, როგორც პუტინის პირად ტყვესთან, მიმართებაში, ისევე როგორც ყველა სხვა აქტუალურ საკითხზე არ უხვევს რუსული პარტიის ხაზს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები