ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინის ათ რეგიონს შეუტიეს – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალები ღამით, თავს დაესხნენ უკრაინის ათ რეგიონს, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის რეგიონში სარაკეტო იერიში რუსებმა რეგიონის ცხრა დასახლებაზე მიიტანეს. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი კორპუსი, ორი მაღაზია, სკოლა. დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმას 81 წლის მამაკაცი ემსხვერპა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ხერსონის ოლქში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

ხერსონის ოლქში  ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ტყეში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

მსგავსი თემები