სტუდენტთა ნაწილი ირაკლი კობახიძის ლექტორობას აპროტესტებს და აქციას მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტთა აქცია გაიმართა. სტუდენტების ნაწილი  ითხოვს, თსუ-ს ლექტორმა  ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტი დატოვოს და ლექციები არ წაიკითხოს.

„რაც ირაკლი კობახიძემ და მისმა „ზონდერ ჯგუფმა“ ჩაიდინეს  ცხადყოფს „რუსული ოცნების“ ისტერიას, რომ მათ მიწა ფეხქვეშ ეწვით იმიტომ, რომ კობახიძე მართლაც რომ უსამშობლოა, რადგან ის ყოველდღიურად ყიდის ქვეყანას თავისივე გადაწყვეტილებებით.  კობახიძის მსგავს კოლაბორაციონისტებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ თსუ-ს კედლებში, სადაც პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდნენ ლექციები იკითხონ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის მდივანმა იგორ ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ში, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას კითხულობდა, დაპირისპირება მოხდა.  ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. მათი ერთი ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან რამდენიმე დღის უკან სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. დაპირისპირებისას ერთ-ერთი სტუდენტი  ლუკა შველიძე დაშავდა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

სტუდენტებმა მოგვიანებით აქცია პარლამენტთანაც გამართეს.

მსგავსი თემები