სროლის შედეგად პოლიციის 2 ოფიცერი და სასწრაფო დახმარების ერთი ექიმი დაიღუპა

აშშ-ში, სროლის შედეგად, პოლიციის 2 ოფიცერი და სასწრაფო დახმარების ერთი ექიმი დაიღუპა. ჯგუფი მისამართზე 911-ში ოჯახური ძალადობის შესახებ შესული ზარის გამო მივიდა.

შეიარაღებული მამაკაცი საკუთარ სახლში, სადაც შვიდი ბავშვი იმყოფებოდა, შესვლის უფლებას არავის აძლევდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. დაღუპულების გარდა დაიჭრა ერთი პოლიციელიც.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე განეიტრალებულია. სახლში მყოფი ოჯახის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

მსგავსი თემები