„შევედით შიგნით და დავინახეთ, რომ ძაღლის სახლში ეძინა”- როგორ იპოვეს დაკარგული მოზარდი

„შევედით შიგნით და დავინახეთ, რომ ძაღლის სახლში ეძინა,” – ამის შესახებ დიდ დიღომში დაკარგული  11 წლის მოზარდის ახლობელმა განაცხადა. ოჯახის ახლობელი იხსენებს, თუ, როგორ იპოვეს დაკარგული მარიამი.

„ფეხზე შევანჯღრიე. პირველი ემოციები ის იყო, რომ ერთი თვის წინანდელი მომხდარი ამბავი მაინც ჩალექილი გვაქვს ყველას. რომ შევედი და შევაჯანჯღარე, შემომხედა, თვალები გაახილა და პირველი ეგ ვუთხარი, რომ, მარი, შენი მეგობრის მამა ვართქო, ჩემი ბავშვის მეგობარია. შემომხედა, გადატრიალდა, ძილი გააგრძელა და ღმერთს ვთხოვე, რომ მადლობა-მეთქი და დავუძახეთ პოლიციას,” – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, გოგონა გუშინ გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად, ახლობრივი მოსახლეობაც აქტიურად ეძებდა. საბოლოოდ, გოგონა ჯანმრთელი და უვნებელი იპოვეს.

მსგავსი თემები