,,გირჩი-მეტი თავისუფლებაზე” თავდასხმა ყველას გვეხება, ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში” – ხოშტარია

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია  გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერ , ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმიანება. ხოშტარია  საზოგადოებას ბორჯომში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

,,გირჩი – მეტი თავისუფლებაზე თავდასხმა ყველას გვეხება. პოლიციის ძახილი აბსურდია. ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში და გვერდში დავუდგეთ ბავშვებს. არავინ არ დატოვებს მათ მარტო”, – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, დღეს გორის სმარტთან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

მსგავსი თემები