თავხედო ნაძირალა, უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის – კალაძე ჟურნალისტს

თავხედო ნაძირალა, უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ფორმულას” ჟურნალისტს, რომელიც შეკითხვებს მშვიდობიანი დემონსტრანტების რეზინის ტყვიებით დარბევასთან დაკავშირებით სვამდა, რასაც კალაძე უარყოფდა. “არ გერიდებათ ასე უტიფრად რომ იტყუება შსს და თქვენ?” – ჰკითხა ჟურნალისტმა კალაძეს.

,,ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა. ბატონო  კახა კი არა, მოიკითხემეთქი ოჯახში. უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ. უზრდელო შენ. შენ ხარ თავხედი უზრდელი. თქვენ გახსოვთ ჩემგან რაიმე შეურაცხყოფა პირადად? უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, თავხედო შენ. წადი სახლში ეხლა”.

მსგავსი თემები