,,როგორ შეიძლება, პაციენტი ან კლინიკის საქმიანობა შეფერხდეს, როდესაც რეგულირების სააგენტოსთვის, ამოსავალი წერტილია დოკუმენტების ამოღება?”- ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური საპარლამენტო განხილვებისას,  ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, თითქოს, რეგულირების სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილება სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების საქმიანობას შეაფერხებს, ან დააზიანებს.

„მინდა, ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნო, რეგულირების სააგენტოს კომპეტენცია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმებაა. მის კომპეტენციაში შედის მხოლოდ დოკუმენტაციის ამოღება, პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა და ყველა იმ მტკიცებულების მიღება, რაც მოკვლევისა და შესაბამისი ღონისძიებისთვის არის საჭირო. შეუძლებელია, რეგულირების სააგენტომ, ამოიღოს დოკუმენტაცია,
კვლევებზე, ნაშთებზე გაეცნოს ინფორმაციას და ამ დროს, დაწესებულებას, ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, პრობლემები შეექმნას.

რაც შეეხება დალუქვის თაობაზე აპელირებას, დალუქვა ეხება დოკუმენტაციას. როგორ შეიძლება, პაციენტი ან კლინიკის საქმიანობა შეფერხდეს, ან დაზიანდეს, როდესაც რეგულირების სააგენტოსთვის, ამოსავალი წერტილია დოკუმენტების ამოღება და ინფორმაციის მიღება, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?! ფაქტი, რომ დღეს, პირველი მოსმენით კანონი გავიდა, ნიშნავს, რომ უმეტესობა დეპუტატებისა ამ ნაწილში დავარწმუნეთ“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

 

მსგავსი თემები