,,20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს”- დაპირისპირება თსუ-ში

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერები მიიტანა.

როგორ პროტესტის მონაწილე აცხადებს,  უცნობმა პირებმა ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს.

,,აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს, ამ დროს დაცვა იქ არ არის, არავინ იქ არაა, შემდეგ მოვიდა დაცვა, რომ გვცემეს და შემდეგ გამოგვათრიეს იქიდან. ეს ის ხალხია, რომლებიც სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი”, – განუცხადა სტუდენტმა ”მთავარ არხს”.

 

მსგავსი თემები