„მიზანია, ჯარიმას ქონდეს პრევენციის ეფექტი, რათა კლინიკას არ ქონდეს კანონმდებლობის დარღვევის სურვილი“  – მინისტრს მოადგილე  

ჯანდაცვის მინისტრის მოადილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, კლინიკების 95% სასამქრთლოში დავისას სასამართლოში მართლდება, თუმცა, ფარმაცევტული კომპანიების 90%-ზე მეტი სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სამართალდამრღვევი კლინიკების მიმართ გამოწერილი ჯარიმების დაუყოვნებლივ აღსრულებაა.

„დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც სააგენტო დაადგენს სამართალდარღვევას, იწერება შესაბამისი ოქმი, რომელიც იგზავნება სასამართლოში. სააგენტოს მიერ დაწერილი ჯარიმების 95%-ზე მეტი სასმართლოში ისედაც მართლდება, თუმცაღა კლინიკები და ფარმაცევტული კომპანიები 90%-ზე მეტ შემთხვევაში ასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გასაჩივრების პერიოდის გამო, ზოგჯერ წლების განმავლობაში გრძელდება ეს პროცესი  და ისეთი ეფექტი, რაც ჯარიმას შინაარსობრივად გააჩნია იკარგება.

მიზანი არის, რომ ჯარიმას ქონდეს პრევენციის ეფექტი, რათა კლინიკას ან ფარმაცევტულ კომპანიას არ ქონდეს კანონმდებლობის დარღვევის სურვილი. 4-5 წლის განმავლობაში შეიძლება ჯარიმები იყოს ასე, უბრალოდ ჩამოკიდებული და შედეგი არ დგებოდეს. ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ცვლილებაა შესატანი და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები