„გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტის ისტორიები გადაიწერა“ – მინისტრის მოადგილე

„სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური. მისი შეფასებით, რეგულაციები ჯანდაცვის სექტორში აუცილებელია.

„გვაქვს რეალური შემთხვევები, როდესაც პაციენტის ისტორიები გადაიწერა. სამინისტროსთან არსებობს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელიც პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს განიხილავს. ამ პროცესში, გვხვდება შემთხვევები, რომ მაგალითად, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეფექტურობის გასაზრდელად, სწორი ინფორმაციის მოსაგროვებლად და რეალური დოკუმენტაციის ამოსაღებად აუცილებელია ამ რეგულაციის შექმნა“, – აღნიშნულის შესახებ, ილია ღუდუშაურმა, იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განახადა, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას ისახავს მიზნად.

მსგავსი თემები