,,რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისი ომის შემდგომი ეტაპებისკენ პირდაპირი გზაა”- პოდოლიაკი

უკრაინის სამშვიდობო ფორმულა უნდა გახდეს ომის დასრულების საფუძველი და აგრესორ ქვეყანასთან – რუსეთთან დიალოგის ან კომპრომისის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, თითქმის ცხრა წლის განმავლობაში უკრაინა ცდილობდა მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმების მიღწევას, მაგრამ შედეგად მიიღო სრულმასშტაბიანი ომი, რომლის მსგავსი მსოფლიო არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

,,რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი კომპრომისი არის პირდაპირი გზა ომის შემდგომი ეტაპებისკენ, ესკალაციისკენ, გლობალური ტერორიზმის როლის მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ. სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტია რუსული ჯარების გაყვანა უკრაინიდან. ნებისმიერი სხვა ინიციატივა დღეს არის რუსული გეგმის გატარების მცდელობა, ეს არის მიუღებელი პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავს არა მშვიდობას, არამედ უზრუნველყოფას,” – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მსგავსი თემები