,,ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას  და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს.

პრემიერ  სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება.

“ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას!

თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს.

მზად ვართ კიდევ უფრო  გავაძლიეროთ  თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები