იტალიაში, მაჯორეს ტბაში ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შედეგად, ჩრდილოეთ იტალიაში, მაგიორეს ტბაზე. შემთხვევის დროს ნავზე 20-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ტურისტები.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევის მიზეზი უამინდობა გახდა.

იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნავში დაახლოებით 25 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

მსგავსი თემები