,,საქართველოს მთავრობა კრემლის გავლენით ბლოკავს ანაკლიის პორტის განვითარებას” – ბენ ჰოჯესი

აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კრემლის გავლენით ანაკლიის პორტის განვითარებას ბლოკავს. ამის შესახებ ჰოჯესი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

,,კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად განეხილა ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც საქართველოს ევროპასა და ევრაზიას შორის პორტალად აქცევდა, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა კრემლის გავლენით ბლოკავს ამ პორტის განვითარებას, რითაც საქართველოს მომავალს აზიანებს,”- წერს ჰოჯესი.

მსგავსი თემები