უკრაინის ათ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მედიის ინფრმაციით, საჰაერო განგაში ქვეყნის ათ რეგიონში გამოცხადდა.  საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედეს კიევის გარეუბანში.

გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინელი სამხედროებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 90-ზე მეტი საავიაციო შეტევა განახორციელა და 25-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ხარკოვის რეგიონის დასახლებულ პუნქტებს არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი. შეტევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი თემები