რუსეთმა ომში დაახლოებით 207 030 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორამციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 207 030 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით – 207 030; ​ტანკი – 3 801; ჯავშანტექნიკა – 7 467; საარტილერიო სისტემა – 3 435; სარაკეტო სისტემა – 575; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 331; თვითმფრინავები – 313; ვერტმფრენი – 298; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -3 054;  საკრუიზო რაკეტები – 1 056; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 207; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 453.

მსგავსი თემები