,,ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას”- „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“  რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ქართული ოცნება“  თურქ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

“ქართული ოცნება” ულოცავს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და “სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.

თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს, თავის მხრივ, არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა.

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.

გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები