,,არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს – პარლამენტთან 7 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება”- ხაბეიშვილი

,,არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს,”-  დღეს 19 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ”ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აქცია დაანონსა. ხაბეიშვილის თქმით, ”ზარზეიმით ხვდება „რუსული ოცნება“, ხელისუფლება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთხელ უკვე განსაზღვრეს”. ,,ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოში, რაც დაიწყო რუსმა ოლიგარქმა და რუსულმა პარტიამ – ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გარუსება იმ პირობებში, როცა ევროკავშირის კარი არის ისე ღია, როგორც არასდროს და გვაქვს ისტორიული შანსი ისეთი, როგორიც არასდროს. სწორედ ამ დროს კარებში გაეჩხირა ივანიშვილი და რუსული პარტია. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია…

მეტი...

,,IRI-ის გაყალბებული მონაცემებითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს,  რომ “IRI-ის კვლევითაც, ქართველი ხალხის უმეტესობა ემხრობოდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას”.  მისი თქმით, ქართველი ხალხის სახელით საუბარი სპეკულაცია. „დღეს ვიღაცები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხია შეშფოთებული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, IRI-ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას. ჩახედეთ IRI-ის კვლევას. ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაცია. ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ნურავინ ისაუბრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია”- მამუკა ხაზარაძე

“ლელო” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსეთიდან ფრენების აღდგენასა და პირველი ავიარეისის შესრულებას ეხმიანება. ხაზარაძის განცხადებით, მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია. ,,გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია – ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!”,- წერს მამუკა ხაზარაძე. ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მეტი...

,,გამოწვევები ბევრია, ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით”- კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როგორც სანქციების დაწესების, ასევე მათი მოხსნის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ცალმხრივად იქნა მიღებული. მისი თქმით, ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით. „ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე. ეს იყო ცალმხრივად გაცემული სანქციები და ვიცით, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი მხრიდან, რომ მოიხსნას აღნიშნული სანქციები. ასე რომ, ჩვენ აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ…

მეტი...

,,რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად”- ვალერი კვარაცხელია

რუსეთიდან  ჩამოფრენილი  ვალერი კვარაცხელია პირველი კომენტარს აკეთებს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ.  მისი თქმით, 23 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იტანჯებოდა და მათ ფრენების აღდგენით შეძლეს მოჯადოებული  წრის გარღვევა. ,,ვინც რუსეთი ოკუპანტად გადააქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს. ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად და გავათავისუფლებთ ყველაფერს, რაც გასათავისუფლებელია… მადლიერი ვარ – როცა ვიღაცას რაღაცას სთხოვ და შეგისურლებს, იმისი მადლიერი უნდა იყო,”- განაცხადა კვარაცხელიამ. პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მეტი...

კობა კობალაძემ აშშ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აშშ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში, მდივნის, დენის რიჩარდ მაკდონოფის მოადგილესთან ჯანდაცვის საკითხებში, სტივენ ლიბერმანთან. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები გააცნო, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. კობა კობალაძემ, ასევე, დეტალურად ისაუბრა, იმ საბრძოლო მოქმედებებზე, რომელიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელდა. იმ თავგანწირულ და სამაგალითო ბრძოლებზე, რომლებსაც ქართველი მებრძოლები აწარმოებდნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში და 2008 წლის აგვისტოს ომში…

მეტი...

საპროტესტო აქცია აეროპორტის მიმდებარედ – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ , მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. უწყების განმარტებით, პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის…

მეტი...

,,შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია”-  მერაბ ჭიქაშვილი

რუსეთიდან  ჩამოფრენილი  მერაბ ჭიქაშვილი პირველი კომენტარს აკეთებს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ.  მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა რუსეთთან. ,,პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, რაზეც დავიწყეთ ჩვენ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის სახელით, “სოლიდარობა მშვიდობის” სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და კაზბეკ ტაისაევთან დავაყენეთ საკითხი, რომ საქართველოს მოსახლეობას მოხსნოდა, ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და აღდგენილიყო ფრენები. ჩვენ მოვმართეთ ჩვენი ორგანიზაციის, იმ ადამიანების სახელით და…

მეტი...

მოსკოვი-თბილისის პირველს რეისს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ

პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. .ოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ. აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე დაიწყო დაკავებებიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორისაა ”დროას” ერთ-ერთი წევრი.

მეტი...

,,გასართობად და ხინკლის საჭმელად მივდივარ” – ”ვისაც არ გაუხარდა ფრენების აღდგენა, მალე გაქრება”- ”აზიმუტის” მგზავრები

,,უმრავლესობას გაუხარდა ფრენების აღდგენა, ხოლო ვისაც არ გაუხარდა, მალე გაქრება”,- ამის შესახებ რუსეთიდან მომავალმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა. პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მგზავრი, რომელიც “აზიმუტს” გამოჰყვა აცხადებს, რომ ფრენების აღდგენა უხარია. ,,ძალიან მიხარია, რომ ფრენები აღდგა, ადრე სამი გადაჯდომა გვჭირდებოდა, ახლა თბილისში მოხვედრა მარტივია. ბილეთები მარტივად , სააგენტოს საშუალებით ვიყიდეთ. საქართველოში 5 დღით, გასართობად და ხინკლის საჭმელად მივდივარ”,-  ამბობს კიდევ ერთ-ერთი მგზავრი.

მეტი...

,,ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში მისი არასასურველი რეისი დასვა” – პრეზიდენტი

მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება. ,,ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში მისი არასასურველი რეისი დასვა”- წერს პრეზიდენ სოციალურ ქსელ ტვიტერში. პირველი რეისის პარალელურად, აეროპორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მეტი...

თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენას – „ სიცოცხლის ხე“ უმასპინძლებს

20 მაისს, 18:00 საათზე მრავალწლიანი ისტორიის , ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთული უნიკალური სივრცე – თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენა „ სიცოცხლის ხე“ იხსნება. ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე, პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს.მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური სტილისა და შესრულების ტექნიკით. ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები, დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ. 20 მაისს დაგეგმილი გამოფენის სახელწოდება – „სიცოცხლის ხე“, მხატვრის ერთ-ერთი გამორჩეული ტილოდან მოდის, რაც მის შემოქმედებას ერთგვარ ლაიტმოტივად თან სდევს. ამ…

მეტი...

,,დღეს პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, უხერხულობას უნდა უქმნიდეთ” – გიგა ოთხოზორიას დედა

,,დღეს ჩემს შვილთან ერთად დავტირი ყველა ახალგაზრდას რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, გმირები გახდნენ და ამდროს ცოტა გასაკვირია რომ რუსებს ზარზეიმით დავხვდეთ,”- ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა. დღეს,  გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან  7 წელი გავიდა. ,,ჩემს შვილს ნამდვილად უყვარდა სამშობლო და დღეს პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, რომელსაც ალბათ დელეგაციაც ჩამოყვება, ჩვენები დახვდებიან. რატომღაც მგონია ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ. არა იმიტომ რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, ზოგადად. ვინც დადებითად ჩავთვლით რომ ეს მოვლენა კარგია – უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეთ ყოველ შემთხვევაში. თუ არ აქვთ უნდა ჰქონდეთ.  იქნებ რაღაც მოხდეს რომ…

მეტი...

მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს პროტესტით ხვდებიან

დღეს მოსკოვიდან თბილისის მიმართულები  პირველი ავიარეისი შესრულდება.  მოქალაქეები ფრენების აღდგენას პროტესტით დახვდებიან  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რესპუბლიკის მოედნიდან  თბილისის აეროპორტის მიმართულებით ავტომობილებით მიემართებიან. “ვნუკოვოდან” გამოფრენილი თვითმფრინავი  უკვე საქართველოს საჰაერო სივრცეშია და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება. აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

,,შეიძლება თვითმფრინავს იმიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ”- სამხარაძე ხოშტარიაზე

,,შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ,”- ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თბილისის აეროპორტში “დროას” მიერ დაორგანიზებულ  პროტესტს. მისი თქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენამდეც ჩამოდიოდნენ რუსეთიდან როგორც საქართელოს მოქალაქეები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ,,ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა, რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთ-საქართელოს შორის და მემგონი, ეს ახალი გზა არის ახლა და ცდილობს, რომ შენიღბოს ანტირუსულ კამპანიად. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ისედაც ვიცოდით, რომ ხორციელდებოდა ხან ერევნის…

მეტი...

,,დღეს ქვეყანა მდიდრდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ქვეყნის რეზერვები კი  ისტორიულ მაქსიმუმზე. „დღეს ქვეყანა მდიდრდება, გესმით თქვენ? ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დღეს უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ჩვენი ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანას აქვს 5 მლრდ დოლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარები, ყველაფერი ეს საიდან შევძელით? შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად.…

მეტი...

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, სამომხმარებლო ტარიფების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის. ტრენინგკურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტისა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დამატებით ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/tariff_registration

მეტი...

,,მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება – როგორ? ისწავლეთ გაკვეთილები”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით, როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ, ამაზე იფიქრეთ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისითქმით, ხელისუფლებამ, სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება მოახერხა. „მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის? აი თქვენ, ჩენი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, კითხვა დაუსვით ვინც მაგას ავრცელებს, თქვენ გული არ შეგტკივათ ჩვენს სამხედროებზე ან ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს დევნილებზე. როგორ გინდათ რომ მოაგვაროთ მაშინ. როგორ გინდათ მოვაგვაროთ? არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ. ამაზე იფიქრეთ ხალხნო, ამაზე უდნა ესაუბროთ ჩვენს ხალხს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. ეს არის…

მეტი...

,,ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ  რუსეთ-საქართველოს შორისპირდაპირი ფრენების აღდგენა , უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი. მისივე თქმით, კარგად ესმის ქართველი ხალხის შეშფოთების ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ,,კარგად მესმის ქართველი ხალხის შეშფოთების ამ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ქართველების სანქცირება აქ არაფერ შუაშია. რუსეთში ისედაც დაახლოებით 13 000 ქართველია და უმეტესობას ორმაგი რუსულ-ქართული მოქალაქეობა აქვს, ხოლო თუ ვინმეს რუსეთის დატოვება უნდოდა, უკვე დატოვეს გასულ წელს. სინამდვილეში მილიონამდე რუსი მოქალაქე ჩამოვა საქართველოში და შესაბამისად ეს ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რატომ არსებობს ქართველებს შორის შეშფოთება და ისიც გასაგებია, რომ მათ უნდათ გაიგონ,…

მეტი...

,,ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზულია, ვიზიტზე განაცხადი დაუკმაყოფილდება” – ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

,,რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. ,,რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად. მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა,”- განაცხადა პრემიერმა. მისი  თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება არის ყურადღების გადატანის მცდელობა. ,,მემგონი ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი,. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები ერთმანეთთან წყვეტენ. ამის საჯაროდ გამოტანა მე ვფიქრობ, არასერიოზულია,…

მეტი...

,,ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენიყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ, ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი  თქმით, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი  ქვეყანას აახლოებს საერთო, დიდ, ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. „უფრო მთავარს გეტყვით, იგივე ადამიანები და მათი ბელადი სააკაშვილი გახსოვთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას, რაც მთავარია. ანუ ეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან და ეუბნებიან, უნდა დაიჯეროს ყველაფერი ხალხმა. ესაა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. აი, ამ დამოკიდებულების გამო, თუნდაც ამის გამო, ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები თურმე დღეს არის დაუშვებელი, სად…

მეტი...

,,გადაადგილდებით 100 ევროდ ევროპაში, ეს არის ივანიშვილის და “ქართული ოცნების” დამსახურება” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,თქვენ, რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, ქართული ოცნების დამსახურება,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე მეტი, არავის არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ,,ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში, არავის, თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა ქართულმა ოცნებამ მეგობრებო. ასოცირება, უვიზო…

მეტი...

რუსეთთან რკინიგზა მაშინ აღდგება, როცა საქართველო გაერთიანდება – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან რკინიგზა მაშინ აღდგება, როცა საქართველო გაერთიანდება. პრემიერმა უპასუხა კითხვას  – განიხილება თუ არა რკინიგზის აღდგენა რუსეთთან, აფხაზეთის გავლით. ,,თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს მოხდება აუცილებლად, მაგის შემდეგ, ბევრი რამ შეიძლება განვიხილოთ,”- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

სოჭი – თბილისი და მოსკოვი – ქუთაისი – ავიაკომპანია Red Wings-ი ოპერირებას ივნისიდან იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. მათივე ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა. ,,მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3…

მეტი...

,,ინფორმაცია, თითქოს ტრისტან ბენაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე „თვალთმაქცურად“ იყო გადაყვანილი სემეკში არ შეესაბამება სიმართლეს”- სემეკის განცხადება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განცხადებას ავრცელებს. სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას ეხმიანება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრად არჩევამდე „თვალთმაქცურად“ იყო გადაყვანილი სემეკში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.…

მეტი...

არასრულწლოვანზე სექსუალური ქმედების იძულებისთვის ვანის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს…

მეტი...

მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში

ბაღდათში, სოფელ დიმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა.   წყარო – ”მთავარი არხი”    

მეტი...

,,მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, თითოეული ახალგაზრდა იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. “ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, – განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ – ხვალინდელი საქართველოს…

მეტი...

,,საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პუტინს” – მერაბ ჭიკაშვილი

რუსული მედიის, ცნობით მოსკოვი-თბილისის პირველ ბორტზე ქართული დელეგაცია იფრენს, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მერაბ ჭიკაშვილი ხელმძღვანელობს. ,,ჩემი და ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს [განკარგულებაზე] ხელმოწერისთვის და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, ეს იყო ერის მოთხოვნა და ყველამ კარგად ვიცით ამის მნიშვნელობა. მთავარია არა მხოლოდ თავიდან დავიწყოთ, არამედ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში”, – განაცხადა მერაბ ჭიკაშვილმა. ”რია ნოვოსტის” ცნობით დელეგაციამ ჯერ კიდევ 2022 წლის 7 დეკემბერს დაიწყო ინტენსიური დიალოგი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში  „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განუცხადა. ,,იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და ამიტომ ჩვენი პრეზიდენტის ყოფნა აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა დანილოვმა. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 19-21 მაისის ჩათვლით, იაპონიაში, ქალაქ ჰიროსიმაში გაიმართება.

მეტი...

პარლამენტში ორ მინისტრს ელოდებიან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ორი მინისტრის მოსმენა შედგება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარი და შინაგან საქმეთა მინისტრი  ვახტანგ გომელაური პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივლენ. გომელაურის მოსმენის და შემდეგ კითხვა-პასუხის ერთ-ერთი თემა 7-8 მარტის აქციები, სამართალდამცველთა მოქმედება, წყლის ჭავლის გამოყენება, აქციის მონაწილეთა დაშლა  და დაშავებული მონაწილეები იქნება. საპარლაენტო ოპოზიცია სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მინისტრისთვის კითხვების დასმას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რა შეეხება, ერთ-ერთი თემა კვლევა იქნება, რომელიც გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც, ბავშვები სკოლებში მშივრები არიან. შესაბამისად, მინისტრს მოუწევს სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხების გაცემა.

მეტი...

სტიქიური უბედურება იტალიაში, არიან დაღუპულები და დაშავებულები

იტალიაში სტიქიური უბედურება მძვინვარებს. ძლიერი წვიმის გამო მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. 20-ზე მეტი მდინარის ადიდებამ  ემილია-რომანიას რეგიონში მძიმე შედეგები გამოიწვია. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 20-მდე ადამიანი,  ათასობით ადგილობრივი კი უსახლკაროდ დარჩა. გუბერნატორის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს აღწევს. განადგურებულია სოლის მეურნეობა. მდინარის ადიდების გარდა, რეგიონში მეწყერიც არაერთგზის ჩამოწვა. დაახლოებით საუბარია 250-ზე მეტ მეწყერზე. რეგიონში ვითარება უმძიმესია.  

მეტი...

ბრიტანეთმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას თანამშრომლობას, გვერდში დგომას, დახმარებას კიდევ ერთხელ უდასტურებს და რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს. ამჯერად, საუბარია ალმასის იმპორტის აკრძალვაზე. პრემიერ რიში სუნაკის განცხადებით, ქვეყანაში იკრძალება რუსული წარმოების ლითონების –  სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტიც. ასევე, ბრიტანეთი მალე იმ პირთა სიასაც გაავრცელებს, რომლებსაც რუსეთიდან ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ.  

მეტი...

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლიათ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთის მიერ  ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია. „უკრაინა, რუსეთის უკანონო ომის დაწყების დღიდან ნატოს წევრი სახელმწიფოები უპრეცედენტო დონის დახმარებას აწვდიან. უკრაინელ  მებრძოლებს ყველა საშუალება აქვთ, რომელიც საჭიროა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად“ – აცხადებს სტოლტენბერგი. მან უკრაინელი სამხედროების გადამზადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მ მხრივაც ყველაფერი კარგად მიდის. „მივესალმები ალიანსის წევრების განცხადებებს ფრთოსანი რაკეტებისა და დასავლური ავიაგამანადგურებლების გამოყენებისთვის უკრაინელი პილოტების გაწვრთნასთან დაკავშირებით“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

მეტი...