,,IRI-ის გაყალბებული მონაცემებითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს,  რომ “IRI-ის კვლევითაც, ქართველი ხალხის უმეტესობა ემხრობოდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას”.  მისი თქმით, ქართველი ხალხის სახელით საუბარი სპეკულაცია.

„დღეს ვიღაცები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხია შეშფოთებული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, IRI-ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას. ჩახედეთ IRI-ის კვლევას. ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაცია. ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ნურავინ ისაუბრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები