სტიქიური უბედურება იტალიაში, არიან დაღუპულები და დაშავებულები

იტალიაში სტიქიური უბედურება მძვინვარებს. ძლიერი წვიმის გამო მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. 20-ზე მეტი მდინარის ადიდებამ  ემილია-რომანიას რეგიონში მძიმე შედეგები გამოიწვია.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 20-მდე ადამიანი,  ათასობით ადგილობრივი კი უსახლკაროდ დარჩა.

გუბერნატორის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს აღწევს. განადგურებულია სოლის მეურნეობა.

მდინარის ადიდების გარდა, რეგიონში მეწყერიც არაერთგზის ჩამოწვა. დაახლოებით საუბარია 250-ზე მეტ მეწყერზე. რეგიონში ვითარება უმძიმესია.

 

მსგავსი თემები