,,არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს – პარლამენტთან 7 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება”- ხაბეიშვილი

,,არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს,”-  დღეს 19 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ”ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აქცია დაანონსა.

ხაბეიშვილის თქმით, ”ზარზეიმით ხვდება „რუსული ოცნება“, ხელისუფლება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთხელ უკვე განსაზღვრეს”.

,,ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოში, რაც დაიწყო რუსმა ოლიგარქმა და რუსულმა პარტიამ – ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გარუსება იმ პირობებში, როცა ევროკავშირის კარი არის ისე ღია, როგორც არასდროს და გვაქვს ისტორიული შანსი ისეთი, როგორიც არასდროს. სწორედ ამ დროს კარებში გაეჩხირა ივანიშვილი და რუსული პარტია. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია – არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს და ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ამიტომ, დღეს საქართველოს პარლამენტთან საღამოს 7 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას, მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას და პუტინისტურ რეჟიმს საქართველოში,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მსგავსი თემები