მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს პროტესტით ხვდებიან

დღეს მოსკოვიდან თბილისის მიმართულები  პირველი ავიარეისი შესრულდება.  მოქალაქეები ფრენების აღდგენას პროტესტით დახვდებიან  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

რესპუბლიკის მოედნიდან  თბილისის აეროპორტის მიმართულებით ავტომობილებით მიემართებიან.

“ვნუკოვოდან” გამოფრენილი თვითმფრინავი  უკვე საქართველოს საჰაერო სივრცეშია და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება.

აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი თემები