,,საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პუტინს” – მერაბ ჭიკაშვილი

რუსული მედიის, ცნობით მოსკოვი-თბილისის პირველ ბორტზე ქართული დელეგაცია იფრენს, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მერაბ ჭიკაშვილი ხელმძღვანელობს.

,,ჩემი და ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს [განკარგულებაზე] ხელმოწერისთვის და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, ეს იყო ერის მოთხოვნა და ყველამ კარგად ვიცით ამის მნიშვნელობა. მთავარია არა მხოლოდ თავიდან დავიწყოთ, არამედ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში”, – განაცხადა მერაბ ჭიკაშვილმა.

”რია ნოვოსტის” ცნობით დელეგაციამ ჯერ კიდევ 2022 წლის 7 დეკემბერს დაიწყო ინტენსიური დიალოგი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჟღენტი, თემურ ფიფია, ვალერი კვარაცხელია, თემურ მაისურაძე, მამუკა ფიფია.

მსგავსი თემები