ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში  „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განუცხადა.

,,იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და ამიტომ ჩვენი პრეზიდენტის ყოფნა აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა დანილოვმა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 19-21 მაისის ჩათვლით, იაპონიაში, ქალაქ ჰიროსიმაში გაიმართება.

მსგავსი თემები