,,გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია”- მამუკა ხაზარაძე

“ლელო” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსეთიდან ფრენების აღდგენასა და პირველი ავიარეისის შესრულებას ეხმიანება. ხაზარაძის განცხადებით, მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია.

,,გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია – ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!”,- წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მსგავსი თემები