მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში

ბაღდათში, სოფელ დიმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

შემთხვევის შედეგად, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

 

წყარო – ”მთავარი არხი”

 

 

მსგავსი თემები