,,შეიძლება თვითმფრინავს იმიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ”- სამხარაძე ხოშტარიაზე

,,შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ,”- ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თბილისის აეროპორტში “დროას” მიერ დაორგანიზებულ  პროტესტს.

მისი თქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენამდეც ჩამოდიოდნენ რუსეთიდან როგორც საქართელოს მოქალაქეები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

,,ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა, რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთ-საქართელოს შორის და მემგონი, ეს ახალი გზა არის ახლა და ცდილობს, რომ შენიღბოს ანტირუსულ კამპანიად. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ისედაც ვიცოდით, რომ ხორციელდებოდა ხან ერევნის გავლით, ხან ბაქოს გავლით და ხან სტამბული გავლით… ისედაც ჩამოდიოდნენ რუსეთიდან როგორც საქართელოს მოქალაქეები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები მოსკოვიდან თუ სხვა ქალაქებიდან. ამიტომ,  რელაურად აქ შედეგი არ იცვლება. სიმბოლური ხასიათი აქვს ამ ყველაფერს,” – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

ცნობისთვის, დღეს მოსკოვიდან თბილისის მიმართულები  პირველი ავიარეისი შესრულდება.  მოქალაქეები ფრენების აღდგენას პროტესტით დახვდებიან  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მსგავსი თემები