პარლამენტში ორ მინისტრს ელოდებიან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ორი მინისტრის მოსმენა შედგება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარი და შინაგან საქმეთა მინისტრი  ვახტანგ გომელაური პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივლენ.

გომელაურის მოსმენის და შემდეგ კითხვა-პასუხის ერთ-ერთი თემა 7-8 მარტის აქციები, სამართალდამცველთა მოქმედება, წყლის ჭავლის გამოყენება, აქციის მონაწილეთა დაშლა  და დაშავებული მონაწილეები იქნება. საპარლაენტო ოპოზიცია სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მინისტრისთვის კითხვების დასმას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რა შეეხება, ერთ-ერთი თემა კვლევა იქნება, რომელიც გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც, ბავშვები სკოლებში მშივრები არიან. შესაბამისად, მინისტრს მოუწევს სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხების გაცემა.

მსგავსი თემები