,,გასართობად და ხინკლის საჭმელად მივდივარ” – ”ვისაც არ გაუხარდა ფრენების აღდგენა, მალე გაქრება”- ”აზიმუტის” მგზავრები

,,უმრავლესობას გაუხარდა ფრენების აღდგენა, ხოლო ვისაც არ გაუხარდა, მალე გაქრება”,- ამის შესახებ რუსეთიდან მომავალმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა.

პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მგზავრი, რომელიც “აზიმუტს” გამოჰყვა აცხადებს, რომ ფრენების აღდგენა უხარია.

,,ძალიან მიხარია, რომ ფრენები აღდგა, ადრე სამი გადაჯდომა გვჭირდებოდა, ახლა თბილისში მოხვედრა მარტივია. ბილეთები მარტივად , სააგენტოს საშუალებით ვიყიდეთ. საქართველოში 5 დღით, გასართობად და ხინკლის საჭმელად მივდივარ”,-  ამბობს კიდევ ერთ-ერთი მგზავრი.

მსგავსი თემები