,,რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად”- ვალერი კვარაცხელია

რუსეთიდან  ჩამოფრენილი  ვალერი კვარაცხელია პირველი კომენტარს აკეთებს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ.  მისი თქმით, 23 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იტანჯებოდა და მათ ფრენების აღდგენით შეძლეს მოჯადოებული  წრის გარღვევა.

,,ვინც რუსეთი ოკუპანტად გადააქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს. ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად და გავათავისუფლებთ ყველაფერს, რაც გასათავისუფლებელია… მადლიერი ვარ – როცა ვიღაცას რაღაცას სთხოვ და შეგისურლებს, იმისი მადლიერი უნდა იყო,”- განაცხადა კვარაცხელიამ.

პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მსგავსი თემები