,,დღეს პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, უხერხულობას უნდა უქმნიდეთ” – გიგა ოთხოზორიას დედა

,,დღეს ჩემს შვილთან ერთად დავტირი ყველა ახალგაზრდას რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, გმირები გახდნენ და ამდროს ცოტა გასაკვირია რომ რუსებს ზარზეიმით დავხვდეთ,”- ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა.

დღეს,  გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან  7 წელი გავიდა.

,,ჩემს შვილს ნამდვილად უყვარდა სამშობლო და დღეს პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, რომელსაც ალბათ დელეგაციაც ჩამოყვება, ჩვენები დახვდებიან. რატომღაც მგონია ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ. არა იმიტომ რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, ზოგადად. ვინც დადებითად ჩავთვლით რომ ეს მოვლენა კარგია – უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეთ ყოველ შემთხვევაში. თუ არ აქვთ უნდა ჰქონდეთ.  იქნებ რაღაც მოხდეს რომ პასუხი გაეცეს ჩემი შვილის მკვლელობას და ათასობით ქართველი ბიჭის მკვლელებს, მაგრამ როგორც ხედავთ დღეები მიდის. იმედის ნაპერწკალი ცოტათი გამიქრა. ყველამ კარგად იცის, რატომაც შეიძლება გამქრობოდა იმედი ჩემი შვილის მკვლელი რომ დაეჭირათ. ჩემი შვილის საფლავზე მისი მკვლელიც რომ მოვიდეს და პატიება მთხოვოს შეიძლება მასაც ვაპატიო. გუშინ მთავრობის წევრები იყვნენ მომისამძიმრეს, იმედი მომცეს. არვიცი ვნახოთ”, – აცხადებს ჯულიეტა ჭანტურია.

მსგავსი თემები