რუსეთში 9 მაისის აღლუმი არ ჩატარდება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 9 მაისს აღლუმს არ ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მზარდი დაუცველობა სახელდება.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაგეგმილი აღლუმი  რუსეთის 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა გააუქმა. ასევე, აღლუმი გაუქმებულია ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.  კრემლში არც მასშტაბური მიღება გაიმართება, ერთადერთი ღონისძიება კი მცირე მასშტაბის ზეიმი იქნება.

 

 

 

მსგავსი თემები