ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

კახაბერ კამლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. დაცვის მხარე აუცილებელ მოგერიებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება 2 დღის უკან მოხდა. დაიჭრა 2 ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. კამლაძეს განძრახ მკვლელობას ედავებიან. როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, მან იარაღი მას შემდეგ ამოიღო, რაც ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა მისი დაცვის ობიექტს, გიჩო მარგველაშვილს დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი დაეცა, მას იარაღი იქვე ესროლა. ამის შემდგ კი იარაღს დაკავებული კამლაძე იღებს, მისდევს თავდამსხელს და ესვრის.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი მიზანი არ ჰქონია თავდამსხმელთან დაკავშირებით და ეს იყო აუცილებელი მოგერიება.

რაც შეეხება თავად მარგველაშვილს, ის კლინიკაში რჩება, მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მსგავსი თემები