„გამოვიდნენ  პირდაპირ თქვან- როგორი საქართველო გვინდა – კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს?“ – მეუფე იაკობის ქადაგება

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ახალგაზრდებს მიმართავს. როგორც მეუფე აცხადებს, მამა რომ მამაკაცია და დედა რომ ქალბატონია, ამას არანაირი მტკიცება სჭირდება.

“ახალგაზრდებს მინდა მივმართო: ჩვენ როგორი მომავალი გვინდა? გვინდა თუ არა, ვიყოთ ისეთივე ვაჟკაცები, როგორც დღევანდლამდე მიგვიყვანა ჩვენმა წინაპრებმა? დღეს რომ ამ საქართველოში ცხოვრობთ, რომ არჩევნის უფლება გაქვთ, განა ჩვენი, ჩვენი წინა თაობების და ჩვენი შემდეგი თაობების დამსახურება არ არის? ის ყველა ძნელი პერიოდი ჩვენზე არ გადადიოდა, ყველა ჩვენგანი მონაწილე არ ვიყავით, თუ თქვენ ხართ მარტო გმირები ხო? მართლა, ძალიან კარგები ხართ, მაგრამ არასდროს წინა თაობები არ უნდა დავივიწყოთ – კარგი რაც არის, იმათგან ავიღოთ, ცუდი რაც გვაქვს, ნუ გადაიღებთ იმას.

მეც ხშირად  მიწევს უცხოეთში ყოფნა, ძალიან ბევრი რამე მოსაწონია იქ, მაგრამ ბევრი ისეთია, ჩემთვის მიუღებელია და არასდროს მივიღებ. ამიტომ ევროპა იქნება, ამერიკა იქნება, რუსეთი იქნება, ჩინეთი იქნება თუ ა.შ. უნდა შეეგუონ იმას, რომ ქართველები ასეთები ვართ“ – იქადაგა მეუფემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

მეუფე პრემიერის განცხადებასაც შეეხო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დედა დედაა და მამა – მამა.

„იცოდეთ, ქართველებო. ღმერთი ჩვენ არასდროს გაგვწირავს. უარესი გამოგვივლია და გვინახავს. ჩვენ ვჭირდებით ევროპას – ჩვენი სისუფთავე და იდეები სჭირდება. რაც კარგი აქვთ, გაუმარჯოთ, მაგრამ რაც ცუდია ჩვენთვის- ვერ მივიღებთ! რომ მეტყვიან, მამაკაცის და დედაკაცის გარდა, სხვა ვიღაცა… ღმერთმა მასწავლა ღმერთისგან მჯერა. ვიღაცა თუ წარმოიდგენს, რომ ანგელოზი ვარო, დავუჯერებთ? ნება მათია, თავიანთ ქვეყნებში რაც უნდათ, ის კანონები მიიღონ, ჩვენ როგორც ვართ, დაგვაცადონ და ასე ვიცხოვრებთ! გამოვიდნენ  პირდაპირ თქვან- როგორი საქართველო გვინდა – კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს? ჩვენ ხომ არავის დავდევთ არც რასობრივი ნიშნით, არც იმის ნიშნით რა მიდრეკილება აქვს გონებაში და ისე…  ადამიანი ადამიანია, თავისი ცოდვით და თავისი კეთილი საქმეებით. საქმეები გააჩნია ნებისმიერ ადამიანს – ან ღვთისთვის სათნო და ან ღვთისთვის არასათნო საქმეები, რომელიც თვითონ მას აზიანებს. ღმერთი და თვითონ გაარკვევენ ერთმანეთში საქმეს და მე, ჩემი ისტორიის ერს, ნუ მიქადაგებ რაღაცას! არავინ არ მოგცა უფლება, ვინა ხარ, რომელი ხარ ავტორიტეტი, 20 წელია რაღაცა დაიწყე… ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ვინ არის – უნდათ ღმერთი შეგვიცვალონ. ვერავინ ვერაფერს ვერ წაგვართმევს, ვინც ვართ, რაც ვართ – ესა ვართ! ქიზიყში ვართ, ვიბრძოდით, ვწყდებოდით, მაგრამ ვერ გაგვწყვიტეს. ვენახებიც გვაქვს და ყველაფერი გვაქვს. შაჰ აბასიდან დაწყებული დღევანდელი შაჰ აბასებით დამთავრებული, რას არ აკეთებდნენ. ნუთუ, ქართველობა და ძლიერება ის არის, რომ მეძახო რუსი ხარო? რუსი შენ ხარ, როცა მასე იძახი” – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები