ბახმუტი ე.წ. ფოსფორის ბომბებით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტს „ფოსფორის ბომბებით“ შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ავრცელებს.

„მტერმა საბრძოლო მასალად ფოსფორი გამოიყენა, რათა ქალაქი აღიგავოს პირისაგან მიწისა. ამის მიუხედავად, თავდაცვის ძალები მამაცურად განაგრძობენ ქალაქის დაცვას. ამ პირობებში განვაგრძობთ მტრის განადგურებას” – აცხადებენ ოპერაციულ ძალებში.

 

მსგავსი თემები