„ჩვენ ვჭირდებით ევროპას, რაც კარგი აქვთ, გაუმარჯოთ, მაგრამ რაც ცუდია ჩვენთვის, ვერ მივიღებთ!“ – მეუფე იაკობი

„მეც ხშირად  მიწევს უცხოეთში ყოფნა, ძალიან ბევრი რამე მოსაწონია იქ, მაგრამ ბევრი ისეთია, ჩემთვის მიუღებელია და არასდროს მივიღებ. ამიტომ ევროპა იქნება, ამერიკა იქნება, რუსეთი იქნება, ჩინეთი იქნება თუ ა.შ. უნდა შეეგუონ იმას, რომ ქართველები ასეთები ვართ“ – აცხადებს მეუფე იაკობი ევროპის დღესთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ჩვენ ვჭირდებით ევროპას და არა პირიქით.

„იცოდეთ, ქართველებო. ღმერთი ჩვენ არასდროს გაგვწირავს. უარესი გამოგვივლია და გვინახავს. ჩვენ ვჭირდებით ევროპას – ჩვენი სისუფთავე და იდეები სჭირდება. რაც კარგი აქვთ, გაუმარჯოთ, მაგრამ რაც ცუდია ჩვენთვის- ვერ მივიღებთ! – აღნიშნა მეუფემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ნინოს ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას.

მსგავსი თემები