„3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ“ – მეუფე იაკობი ევროპაზე

„ჩვენ გაჩერებული ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა, აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს დაქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია? სადაური წესია, შენ მოგწონს? შენ ქვეყანაში მიიღე ის კანონი, გქონდეს და მე თავი დამანებე“ – აცხადებს მეუფე იაკობი.

ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგებით, ქვეყანას, რომელსაც შოთა და გალაქტიონი ჰყავს, არავისთვის არაფრის კითხვა სჭირდება.

„3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ. სხვას თუ სერვანტერესი ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა. სხვას თუ შექსპირი ან გოეთე ჰყავს, ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ არც კულტურით, არც ისტორიით, ჩვენი ცეკვა, სიმღერა აიღე. არ ვიცით, ვინ ვართ? რად გინდათ მონები იყოთ?! ჩაგძახებენ რაღაცას და იმის გამო, რომ გარეთ ვიღაცას ასიამოვნო ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ რომ მიდიხართ? ფრთხილად იყავით, ფრთხილად და გონიერებას მოუხმეთ! არ გვინდა კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად ცხოვრება ვისწავლოთ და არ მინდა ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს, რომ მანამდე მივიდეთ“, – იქადაგა  მეუფე იაკობმა.

 

მსგავსი თემები